Netflix-ი ხარჯებს მაქსიმალურად ამცირებს

ამერიკული სტრიმინგ სერვისის მიმწოდებელი კომპანია Netflix Inc., ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს ხარჯები სხვადასხვა მიმართულებით - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

როგორც გამოცემას წყარომ განუცხადეს, კომპანია ცდილობს დაზოგოს როგორც საოფისე ფართების, ასევე კორპორაციული პროდუქციის გამოშვებისა და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ხარჯები.

Netflix-მა გაზრდილი კონკურენციის ფონზე მეორე კვარტალში 1 მილიონი ხელმომწერი დაკარგა, წელს კომპანიამ 400 სამუშაო ადგილიც შეამცირა და ოფიციალურად გამოაცხადა, რომ არ გაზრდის ხარჯებს ახალ პროდუქტებსა და პროგრამებზე. კომპანია ახლა უფრო მკაცრ ფინანსურ პოლიტიკაზე გადავიდა - წერს გამოცემა.

გაზეთის ცნობით, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება სოლტ-ლეიკ სიტიში დასაქმებულები დისტანციურ რეჟიმზე გადაეყვანა და ახლა აპირებს ოფისების დახურვას ლოს-გატოსშა და ლოს-ანჟელესში.

ბოლო წლებში კომპანიამ შეამცირა საფირმო პროდუქციის გამოცემაც, მათ შორის ჭიქებისა და საბავშვო პროდუქციის.

2021 წელს Netflix-ის ოპერაციულმა ხარჯებმა 23,5 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-იანი ზრდა იყო.

კოკა კვირკველია