ევროპულ ავტომწარმოებლებს მინის დეფიციტი ემუქრებათ

ევროპულ ავტომწარმოებლებს მინის უმწვავესი დეფიციტი ემუქრებათ. ამის მიზეზი ენერგომატარებლებზე ფასის მკვეთრი ზრდაა, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია რუსული გაზის ევროპაში მიწოდების შემცირებით, ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მინის შესაქმნელად საჭიროა სითბური ენერგია, რომლის უზრუნველყოფა ჩვეულებრივ ხდებოდა ბუნებრივი აირით. ბუნებრივ აირზე კი ამ ზაფხულს ევროპაში ფასები უზომოდ გაიზარდა, რასაც არ შეიძლება გავლენა არ მოეხდინა მინების წარმოებაზე.

გაზეთის ცნობით, რუსული გაზის მიწოდების შემცირების გამო, Volkswagen-მა უკვე დაიწყო მარაგების შექმნა და ამავდროულად ევროპის ფარგლებს გარეთ ახალი მომწოდებლების მოძიება.

შექმნილი პრობლემების წინაშეა მეორე გერმანული ავტომწარმოებელი BMW-ც. ამ კომპანიაში ცდილობენ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადავიდნენ. გერმანული პრესა იმასაც წერს, რომ რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტამ შესაძლოა სრულად გააჩეროს გერმანული ავტოინდუსტრია.

კოკა კვირკველია