ერდოღანი რუსულ გაზზე ფასდაკლების მოლოდინშია

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს გაზის ფასთან დაკავშირებით და იმედი გამოთქვა, რომ შეძენის შემთხვევაში რუსეთი მას ფასდაკლებით მიაწვდის, ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

თავის მხრივ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ ერდოღანი რუსეთის პრეზიდენტ პუტინს სამარყანდის დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს შესთავაზოს რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებაც მარცვლეულის დერეფნით. თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თუ ასეთი მიწოდება დაიწყება, „შეიქმნება სურსათის განაწილების ოპტიმალური სისტემა, მათ შორის აფრიკის უღარიბესი ქვეყნებისთვისაც“.

რამდენიმე დღის წინ კი ერდოღანმა ისიც თქვა, რომ არსებული ენერგეტიკული სიტუაციის ფონზე ევროპისთვის მომავალი ზამთარი მარტივი არ იქნება და მას მოუწევს დიდ ფინანსურ ხარჯებზე წასვლა. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ევროპაში ენერგეტიკული პრობლემები ევროპის რუსეთთან მიმართებაში გატარებული ზომების გამო შეიქმნა და რომ თურქეთს წესით, ეს პრობლემები არ უნდა შეეხოს.

კოკა კვირკველია