როგორ ვებრძოლოთ ნეპოტიზმს - კანონის გამკაცრება გვიშველის?

"შექმნილი ე.წ. გასაუბრების კომისიის მთავარი მიზანი ის არის, რომ არასასურველი ხალხი ჩამოიშოროს"

ვის არ განუცდია კარგი სამსახურის შოვნის მწველი სურვილი, სადაც კომფორტული გარემოა, ხელსაყრელი პირობები, კარგი­ ანაზღაურება. ამ მხრივ განსაკუთრებით მიმზიდველი სახელმწიფო სამსახურებში გამოცხადებული ვაკანსიებია, მაგრამ საზოგადოების დიდ ნაწილში არის ეჭვი - "ხელის წამკვრელი" თუ არა გყავს, ფუჭ ოცნებას თავი უნდა დაანებო...­

თუმცა არიან გამოუსწორებელი ოპტიმისტებიც, რომლებიც კონკურსებში მონაწილეობენ და მეტწილად გაწბილებულები რჩებიან. ამ მავნე პრაქტიკის ამოძირკვა, რასაც ნეპოტიზმი ჰქვია, ჯერჯერობით ვერა და ვერ ხერხდება.

32 წლის ლაშა ბ. მერიის კონკურსში­ მონაწი­ლეობდა. მის გვარს არ ვასახელებთ, რადგან ისევ აპირებს ხელმეორედ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას.

ლაშა: "გასული წლის შემოდგომაზე გამო­­ცხად­და ადგილობრივ თვითმმართვ­ელობებში კონკუ­რ­სები. სამი ეტაპი უნდა გაგვ­­ევლო - საბუთების გადა­რჩევა, ტესტ­ირება და გასაუბრება. განცხადების შევსებისას საჯარო სამსახუ­რის ვებგვერდზე მითითებუ­ლი იყო მოთხოვ­ნები­ და ყველამ საბუთები ამის შესაბამისად­ წარადგინა, მაგრამ, რატომღაც, ბევრი დაიწ­უნეს. მე მოკრძალებული ვაკანსიები შემოვ­ხაზე, შევეცადე, თანამდებობებში ვიღაცებს არ შევ­ცი­ლებ­ოდი­. უმაღლესი განათლებაც მაქვს და 4 წლიანი სამუშაო გამოცდილებაც.­ ტესტირების მაქსიმალურ ქულად 60 ქულა იყო განსაზღვრული, მინიმალურად­ - 45 ქულა. 52 ქულა ავიღე. გასაუბრებაზე ჩემ წინ ვინც შედიოდა, ყველა­ 1-2 წუთში ტოვებდა იქაურობას. წუთში როგორ უნდა დაადგინოს კანდიდატის­ შესაძლებლობები კომისიამ, რომელიც 7 პირისგან შედგებოდა?

მე 10 წუთი ვიყავი და თით­ოეული წევრის 3-3 შეკითხვას ვუპასუხე­.

17 თებერვალს ღამით სმს-შეტყობინება მივიღე, რომ სამსახურში მიღებაზე უარი მეთქვა. გასაჩივრება 19 თებერვლამდე შეგვეძლო. ბათუმში ვიყავი და მეორე დღეს სასწრაფოდ წამოვედი თბილისში, მაგრამ მერიაში რომ მივედი­, სამუშაო საათები დასრულებული იყო. გასაჩივრების ასეთი მცირე ვადაც­ ალბათ საგანგებოდ დაადგინეს, რომ ხალხს ვერ მოესწრო.

- თქვენ ისევ აპირებთ კონკურსში მონაწილეობას, იგივე ვაკანსიებია გამოცხადებული?

- თავდაპირველად 1033 ვაკანსია იყო, შემდეგ­ მერიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ 545 ისევ არის. როგორ შეიძლებოდა ამდენი­ ვაკანსია დარჩენი­ლიყო, როცა ბევრს მაღალი­ ქულები ჰქონდა? იყვნენ 56, 58-ქულიანები და არ მიიღეს. ვფიქრობ, შექმნილი ე.წ. გასაუბრების კომისიის მთავარი მიზანი ის არის, რომ არასასურველი ხალხი ჩამოიშოროს.­ რატომ გეთქვა უარი, განმარტებას არავინ აკეთებს. მერიის მოქმედი თანამშრომლების 80% ჩაიჭრა, სწორედ მათთვის აცხადებენ ხელმეორედ კონკურსს.

ეტყობა, ისინი მათი აქტივისტები ან ახლო­ბლები არიან და გაშვება არ უნდათ.

იხილეთ გაგრძელება