Samsung-ი განაგრძობს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა პოსტების გავრცელებას, სადაც კონკურენტ კომპანია Apple-ს აკრიტიკებს

კომპანია Samsung-ი განაგრძობს სოციალურ ქსელებში სხვადასხვა პოსტების გავრცელებას, სადაც კონკურენტ კომპანია Apple-ს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის, რასაც Apple სიახლეს ეძახის, მათ უკვე დიდი ხანია აქვთ.

ამჯერად Samsung-მა წარმოადგინა კეცვადი სმარტფონის Galaxy Z Fold 4 და Galaxy Z Flip 4-ის ფოტო მინაწერით, რომ ისინი 2 წელიწადზე მეტი ხნის წინ წარმოადგინა, ხოლო Apple-ს ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

„შეგვატყობინეთ, როდის დაიწყებს თქვენი მოწყობილობა კეცვას,“ - წერს Samsung-ი.

კიდევ ერთი პოსტი 48 მეგაპიქსელიან კამერას მიუძღვნეს.

„48 მეგაპიქსელი? მიზანთან ახლოს ხარ Apple,“ - იხუმრეს Samsung-ში. კიდევ ერთი ხუმრობა კი Apple Watch-ს ეხება, რომელშიც ამერიკელები მის კვადრატულ ფორმას უსვამენ ხაზს.

როგორც ცნობილია, კომპანიამ Apple-მ გასულ კვირას წარმოადგინა სმარტფონების ახალი თაობა და სხვა სიახლეები. iPhone 14 გარეგნულად პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება წინამორბედისგან, თუმცა სოციალურ ქსელებში უკვე იმასაც წერენ, რომ Samsung-ის ხუმრობები უკვე მომაბეზრებელი გახდა.

კოკა კვირკველია