მთავრობამ, რეალური ეკონომიკური ზრდის  პროგნოზი 2.5%-ით გაზარდა

მთავრობამ, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.5%-ით გაზარდა - ამის შესახებ პრემიერმა, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებების მომზადების საკითხი.

,,პირველ 7 თვეში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით, ჩვენ შევცვალეთ ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზები, რაც ითვალისწინებს შედეგს. რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 8.5% იქნება, ნაცვლად 6%-სა. ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით მშპ-ს დეფლატორის საპროგნოზე იქნება 10.5%. ნომინალური შიდა პროდუქტის პროგნოზი კი, განსაზღვრულია 72.2 მლრდ ლარით. რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 6 500 დოლარს აჭარბებს. ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები იზრდება 1.2 მლრდ ლარით. ამიტომ, მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგა მიმდინარე ბიუჯეტში ცვლილებების მომზადების საკითხი" - განაცხადა პრემიერმა.

თამარ მუკბანიანი