ნიკოლ ფაშინიანი - არ ვაპირებით, სომხეთის ტერიტორიის გავლით ვინმეს დერეფანი მივცეთ

აზერბაიჯანი ამახინჯებს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებას და სომხეთის ტერიტორიაზე დერეფნის გავლაზე საუბრობს, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სომხეთი არ აპირებს, საკუთარი ტერიტორიის გავლით ვინმეს დერეფანი მისცეს.

„ჩვენი პოზიცია იყო და რჩება შემდეგი: არ ვაპირებთ, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის გავლით, ვინმეს დერეფანი მივცეთ, მაგრამ ვეთანხმებით და დაინტერესებული ვართ კიდეც, რომ გაიხსნას და განიბლოკოს გზები სომხეთის ტერიტორიაზე, იმისთვის, რომ რეგიონის ყველა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმა და აზერბაიჯანმა, შეძლოს ამ გზით სარგებლობა. თუ გახსოვთ 9 ნოემბრის განცხადების მე-9 პუნქტში პირველი წინადადება ეხება რეგიონის ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირებისა და მარშრუტების განბლოკვას, გახსნას და ხელახლა გახსნას“, - განაცხადა ფაშინიანმა.