ფოთის მერი - ჩვენი პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული პროგრამების და პროექტების განხორციელებაა

ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე სხვადასხვა უბნის მცხოვრებლებს, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავასთან და უბნის მაჟორიტარებთან ერთად შეხვდა.

ფოთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მოსახლეობას იმ პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, რომელთა განხორციელებაც მათ უბნებში იგეგმება.

„სკვერის მოწყობა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი; კოსტავას ქ. N 4-6-8 -ეზოს კეთილმოწყობა; 9 აპრილის ხეივანი 33 -ეზოს კეთილმოწყობა; ჭავჭავაძის N 144 -ეზოს კეთილმოწყობა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პრესსამსახურის ცნობით, მერმა ადგილზე მოისმინა როგორც საერთო, ისე ინდივიდუალური მოთხოვნები.

ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ფოთის მერიის პრიორიტეტი მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული პროგრამების და პროექტების განხორციელებაა. ფოთის მერიის ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები მოსახლეობასთან აქტიურად გაგრძელდება.