6 თვეში კომერციულმა ბანკებმა ჯარიმებით და საურავებით 41,062 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს - Top-5 ბანკი
„თიბისი“ ფერმერებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს
„თიბისი“ ბიზნესს სპეციალურად მათთვის შექმნილ ციფრულ ბანკს სთავაზობს
Global Finance-მა „თიბისი“ საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა
კომერციული ბანკი

„თიბისი ბანკი“ 1992 წლის 17 დეკემბერს დაფუძნდა და 1993 წლის მაისში მას უკვე მიენიჭა საერთაშორისო ოპერაციების წარმოების ლიცენზია. 1997 წელს „თიბისი ბანკმა“ პირველი სადებატო ბარათი გამოუშვა; 1999 წელს კი ბანკი გადავიდა საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტებზე. უკვე 2000 წელს „თიბისი ბანკის“ აქციონერები გახდნენ IFC და DEG.

2002 წელს „თიბისი“ საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკი გახდა. 2004 წლისთვის ბანკი სავალუტო ოპერაციების ბაზარზე მოქმედ მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს შორის დაასახელა. 2011 წელს კი "თიბისი ბანკი" გახდა ბანკი კონსტანტას აქციების 80%-ის მფლობელი.

2014 წლიდან "თიბისი ბანკმა" ლონდონის საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ-სეგმენტში გადავიდა. 2017 წლისთვის "თიბისი ბანკი" ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ინდექსში შევიდა;

2018 წელს "თიბისი" სოციალური მედიის მარკეტინგსა და სერვისებში, მსოფლიოში, საუკეთესო ბანკად დასახელდა.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „თიბისი ბანკს“ აქვს 155 ფილიალი, დაახლოებით 1 570 ბანკომატი, 3 905 თვითმომსახურების ტერმინალი, 25 163 POS ტერმინალი.

თიბისი ბანკი