წარმოება, რითეილ სექტორი

"ნიკორა" 1998 წელს დაფუძნდა და წლებია კვების პროდუქტების ბაზრის უცვლელი ლიდერია. ამჟამად, კომპანიის ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, სალათების და ღვინის საწარმოებია გაერთიანებული. ამას გარდა, "ნიკორას" ერთ-ერთი შვილობილი კომპანია "ინტრეიდი" არაერთი სახეობის კვების პროდუქტისა და სასმელის ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში.

დღეს კომპანიის მფლობელობაშია რეგიონალური საწარმო ფოთში და საკალმახე მეურნეობა ოზურგეთში. ამასთანავე, სწორედ "ნიკორა" გახლდათ კომპანია, რომელმაც საქართველოში პირველმა დაიწყო საფირმო ქსელის განვითარება და მომხმარებელს მაღაზიებში მისივე დამზადებული პროდუქცია შესთავაზა.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ყველაზე მრავალრიცხოვანი - 350-ზე მეტი სუპერმარკეტითაა წარმოდგენილი. "ნიკორას" ბრენდის ქვეშ არსებული სუპერმარკეტების გარდა, ჰოლდინგის მფლობელობაშია "ნუგეშის" და "ლიბრეს" სავაჭრო ობიექტები. კომპანია 500-ზე მეტი დასახელების პროდუქციის წარმოება-რეალიზებას ეწევა, თანამშრომლების რიცხვი კი 7000-ს აჭარბებს.

"ნიკორა" უკვე რამდენიმე წელია ფლობს ხარისხის მართვისა და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ISO 9001 : 2008; ISO 22000 : 2005 – НАССР სერტიფიკატებს.

ნიკორა