კომერციული ბანკი
„პროკრედიტ ბანკი“, საქართველო ქართულ საბანკო სექტორში 1999 წლიდან ოპერირებს. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ. ბიზნეს დაკრედიტების პარალელურად „პროკრედიტ ბანკი“ მოსახლეობაში დაზოგვის კულტურის განვითარებასა და გარემოზე ზრუნვას უწყობს ხელს.
ბანკი საქართველოსა და პროკრედიტ ბანკ გერმანიის თანამშრომლობით ახორციელებს პროგრამა “co-finance” - ს,რომელიც ბიზნესების მხარდასაჭერადაა შექმნილი.
„პროკრედიტ ბანკი“ თბილისის მასშტაბთ 19 ფილიალს ფლობს. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „პროკრედიტ ბანკში“ დასაქმებული იყო 361 ადამიანი.