„იშბანკი“ 1924 წელს თურქეთში დაფუძნდა, ხოლო 2012 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დარეგისტრირდა საქართველოში და დაიწყო საქმიანობა ბათუმში, როგორც „თურქეთის იშბანკის“ უცხოურმა ფილიალმა. 2015 წლის აგვისტოში განხორციელდა ბათუმის ფილიალის ტრანსფორმაცია და ჩამოყალიბდა „იშბანკი საქართველო“, როგორც „თურქეთის იშბანკის“ შვილობილი ბანკი.
2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკი ფუნქციონირებს 1,182 ადგილობრივი და 22 უცხოური ფილიალის მეშვეობით: 15 ფილიალი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში, 2 ფილიალი გაერთიანებულ სამეფოში (ლონდონი), 2 ფილიალი კოსოვოში (პრიშტინა და პრიზრენი), 2 ფილიალი ერაყში (ერბილი და ბაღდადი), 1 ფილიალი ბაჰრეინში (მანამა).
ამავდროულად, „თურქეთის იშბანკს“ გააჩნია 3 შვილობილი ბანკი საქართველოში, გერმანიასა და რუსეთში.
„იშბანკი“ საქართველო ამჟამად წარმოდგენილია 2 ფილიალით თბილისსა და ბათუმში და კლიენტებს სთავაზობს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების სპექტრს. ამასთან, 2020 წელს ბანკში დასაქმებულ პირთა საშუალო რაოდენობა 64 ადამიანს შეადგენდა.