„ხალიკ ბანკი საქართველო“ - „ყაზახეთის სახალხო ბანკის“ შვილობილი ორგანიზაციაა და საქართველოს საბანკო ბაზარზე საქმიანობა 2008 წლიდან დაიწყო. „ყაზახეთის სახალხო ბანკი“ ყაზახეთის რესპუბლიკის ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს წარმოადგენს.
"ხალიკ ბანკი საქართველო" თავის მომხმარებელს საცალო და ბიზნეს დაკრედიტებას, საბანკო საგადახდო ბარათებს; საანგარიშსწორებო-საკასო მომსახურებას, ფულადი გადარიცხვებს, დისტანციური საბანკო მომსახურებას სთავაზობს. ბანკი არის საქართველოს ფერმერებისა და მეწარმეების საშეღავათო დაკრედიტების პროგრამის მონაწილე.
"ხალიკ ბანკი" ფლობს ბანკომატებისა და mPOS ტერმინალების საკუთარ ქსელს. ბანკი საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 16 ფილიალით და ბანკომატით.