Ferrari, Gucci, Ralph Lauren და სხვა ლეგენდარული ადამიანები, რომელთა სახელები მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გახდა
წარმოება

შპს ,,დიო’’-მ საქმიანობა 1996 წელს ნულოვანი კაპიტალით დაიწყო და დღემდე სფეროს ლიდერის პოზიცია უკავია ადგილობრივ ბაზარზე.

ჟალუზების წარმოებით დაწყებული ბიზნესი გაიზარდა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხნამდე და შესაბამისად, გაიზარდა ასორტიმენტი. კომპანია დღესდღეობით 70-მდე დასახელების (მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯრებს, ინტერიერისა და ექსტერიერის მზისგან დამცავ და საჩრდილობელ სისტემებს, ჭიშკრის ავტომატიზაციასა და ინდუსტრიულ) პროდუქტს აწარმოებს.

"დიოს" მიერ წარმოებულ პროდუქციას ფართო სპექტრის მომხმარებელი ჰყავს, როგორც ფიზიკური პირები, ისე საქართველოში მოქმედი სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციები.

დღეს კომპანიის მფლობელობაშია: საწარმო, შოუ რუმი, 5 ფილიალი: თბილისი (დიღომი; საბურთალო), თელავი, ქუთაისი, ბათუმი და კარგად ორგანიზებული სადილერო ქსელი, რომლითაც მთელს საქართველოში ფართოდ არის წარმოდგენილი.

,,დიო’’ უკვე რამდენიმე წელია ფლობს ქართული ხარისხის ნიშანსა და ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001 : 2008; ISO 9001 : 2015–ის სერტიფიკატებს

დიო