კომერციული ბანკი
„ტერაბანკი“ ქართულ ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს. 2015-2016 წლებში განხორციელებული რებრენდინგის შედეგად, ბანკმა პოზიციონირება, ფილიალების კონცეფცია თუ კომუნიკაცია მთლიანად შეცვალა და ფუნქციონირება სრულიად განახლებული სტრატეგიით გააგრძელა.
ტერაბანკის აქციების 45%-ს არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი, შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი ფლობს, რომელიც, ამავდროულად, „დაბი ჯგუფს“ ხელმძღვანელობს, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საემიროების წამყვანი ბიზნესჯგუფია და სხვადასხვა მიმართულებით ოპერირებს.
ბანკი თბილისში 14 ფილიალსა და ბანკომატს ფლობს, ხოლო რეგიონში 11-ს. 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ტერა ბანკში“ დასაქმებული იყო 492 ადამიანი.