m² - „იცხოვრე შენი ცხოვრებით“ - კომპანია ახალ გზავნილს აანონსებს
დეველოპერული კომპანია

m² უკვე 15 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

m²-ის აქციების 100%-იანი წილის მფლობელია საინვესტიციო კომპანია "საქართველოს კაპიტალი".

კომპანიის მიერ დასრულებულ 11 საცხოვრებელ კომპლექსში დღეს 3,000-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. ენერგო ეფექტურობა, მაღალი ხარისხის მშენებლობა, პროექტების თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ბინების ჩაბარების შემდგომი მომსახურება კომპლექსებში, m²-ის ბინებს საქართველოს ბაზარზე გამორჩეულს ხდის.

2019 წლიდან კომპანიამ დაიწყო უბნის ტიპის პროექტების განხორციელება. სწორედ ასეთი პროექტია m³ საბურთალო, რომელიც 2000 ოჯახზეა გათვლილი და პირველ მაცხოვრებლებს 2021 წლის ბოლოდან მიიღებს.

m²-ის დასრულებული საცხოვრებელი კომპლექსებია:

m² ჩუბინაშვილზე, m² იპოდრომთან, ყაზბეგზე, m² ნუცუბიძეზე, m² თამარაშვილზე, ოპტიმა ისანი, სქაილაინ რეზიდენსი, m² იპოდრომთან 2, m² ყაზბეგზე 2, m² ჭავჭავაძეზე, m² მელიქიშვილზე.

დღეისათვის კომპანია m²-ს აქვს ოთხი მიმდინარე პროექტი:

m³ საბურთალო, m² მირცხულავაზე, m² ჭყონდიდელზე, m² ნუცუბიძეზე 2.

m²