რას აღნიშნავს „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიის ალტერნატიული საგზაო ნიშნები?
გზა წარმატებისკენ - დაიწყე კარიერა თეგეტაში
„იზრუნე საგზაო მოძრაობის კულტურაზე“ -  თეგეტას კამპანიაში მომხმარებლები ჩაერთნენ
ლიკა სულაბერიძის გზა „თეგეტა მოტორსის“ ფილიალის დირექტორობამდე
ავტო-მომსახურება, ვაჭრობა

თეგეტა მოტორსი 1995 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად ის ბაზარზე შპს „ავტოექსპორტის“ სახელით იყო წარმოდგენილი და მისი პირველი მაღაზია თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობდა. 2001 წლიდან ბაზარზე უკვე „თეგეტა მოტორსის“ სახელით ოპერირებს და დღეს უკვე ჰოლდინგის მასშტაბითაა წარმოდგენილი, რომელიც 26 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ბაზრის ლიდერია ავტოიდნუსტრიაში არამარტო საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში..

ჰოლდინგი ამიერკავკასიის მასშტაბით 26 ფილიალით არის წარმოდგენილი, მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს ყველა რეგიონში და აზერბაიჯანში. კომპანია 400 000 მდე საცალო, 4000 მდე საბითუმო და 35 000 მდე კორპორაციულ მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს სთავაზობს.

2008 წელს გაიხსნა „თეგეტა მოტორსის“ ახალი სათაო ოფისი და რეგიონში ყველაზე დიდი, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მულტიფუნქციური სერვისცენტრი. 2013 წელს კომპანიამ მულტიბრენდული დიზელის სერვისცენტრის მშენებლობა დაიწყო.

2008 წლიდან „თეგეტა“ გერმანული ბრენდის, BOSCH-ის პარტნიორი გახდა ამიერკავკასიაში და მსუბუქი ავტომობილებისთვის ბოშ-ქარ სერვისი გახსნა თბილისში. 2006 წელს დაარსდა „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“, „თეგეტა მოტორსის“ შვილობილი კომპანია. 2007 წელს დაარსდა კიდევ ერთი შვილობილი კომპანია „თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთი“

2011 წლიდან „თეგეტა პრემიუმ ვიიქელსი“ იაპონური ბრენდის, „მაზდას“ ოფიციალური იმპორტიორი გახდა.

2020 წლის ივნისიდან „თეგეტა რენტ ე ქარ“, რომელიც 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, მსოფლიოში ლიდერი ბრენდის, EUROPCAR-ის ექსკლუზიური პარტნიორი გახდა საქართველოში.

თეგეტა მოტორსი