„სილქნეტი“, რომელიც 2010 წელს დაარსდა, დღეს ქვეყნის წამყვანი სატელეკომუნიკაციო ოპერატორია. „სილქნეტს“ მინიჭებული აქვს B1/ნეგატიური მუდისის (Moody’s) და B/სტაბილური ფიჩის (Fitch Ratings) საკრედიტო რეიტინგები.
„სილქნეტი“ პირველი კერძო ქართული კომპანიაა არასაბანკო სექტორის კომპანიებს შორის, რომელმაც ევროორბლიგაციები გამოუშვა. კომპანიამ 2019 წლის აპრილში 200 მილიონი დოლარის 5-წლიანი ევროობლიგაციები გამოუშვა, რომლებიც სავაჭროდ დაიშვა ირლანდიის საფონდო ბირჟაზე. „სილქნეტმა“ დაარსების დღიდან დანერგა ტექნოლოგიური სიახლეები და სხვადასხვა პროექტები განათლების, სპორტისა, კულტურის და ეკოლოგიური მიმართულებით. კომპანიის მხარდაჭერით გამოიცემა სამეცნიერო-შემეცნებითი ჟურნალი National Geographic ქართულ ენაზე.
2019 წელს, ევროპის წამყვან ახლი ამბების არხთან, ევრონიუსთან პარტნიორობით, „სილქნეტმა“ საქართველოში დააფუძნა ახალი ქართულენოვანი არხი, „ევრონიუს ჯორჯია“, რომელიც ევრონიუსის მესამე ფრანშიზაა ალბანეთისა და სერბეთის შემდეგ. დღეისათვის, სილქნეტში დასაქმებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.