კომერციული ბანკი

„პაშა ბანკი“ საქართველოში დაფუძნდა 2012 წლის 17 დეკემბერს. ხოლო 2013 წლის თებერვლიდან ქვეყნის ბაზარზე ოპერირებს და მსხვილ კორპორაციულ მომხმარებლებს საბანკო მომსახურებას უწევს.

ბანკი ახორციელებს სავალუტო გაცვლას და სთავაზობს თავის მომხმარებლებს სხვა საბანკო მომსახურებებს. საცალო ბაზარზე ბანკი წარმოდგენილია Re | Bank ბრენდის სახელით. 2017 წლიდან ბანკი დეპოზიტების დაზღვევის სისტემის წევრია, რაც ითვალისწინებს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირების 5000 ლარამდე ოდენობის ყველა სახის დეპოზიტის დაზღვევას, გარკვეული გამონაკლისების გარდა.

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ბანკს აქვს 8 მომსახურების ოფისი საქართველოში, ხოლო ბანკის თანამშრომლების საშუალო რაოდენობა 2020 წლის განმავლობაში იყო 337.

პაშა ბანკი