რითეილ სექტორი
სუპერმარკეტების ქსელი ''მაგნიტი'' საქართველოს ბაზარზე 2015 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის იურიდიული სახელწოდებაა შპს რითეილ ჯგუფი.
კომპანია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა და დღესდღეობით, საქართველოს მასშტაბით 282 ფილიალს აერთიანებს.
სუპერმარკეტებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ასორტიმენტი, მათ შორის ექსკლუზიური პროდუქტები. ბრენდის მთავარი სლოგანია „ყოველთვის მაგნიტური ფასები“.