სამშენებლო-დეველოპერული კომპანია

„არქი“ სამშენებლო ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია.

„არქის“ აქვს 35 დასრულებული საცხოვრებელი კორპუსი, რომლის საერთო სამშენებლო ფართი 540,000 კვ.მ-ზე მეტია. კომპანია თბილისის ყველა უბანში 18 პროექტს აშენებს, უახლოეს პერიოდში კი დაგეგმილია 10-ზე მეტი ახალი საცხოვრებელი სახლისა და რამდენიმე ბრენდული სასტუმროს მშენებლობა თბილისსა და საქართველოს ზღვისა და მთის კურორტებზე. „არქის“ საცხოვრებელი კომპლექსები მდებარეობს როგორც თბილისის ყველა უბანში, ასევე ბათუმსა და ბაკურიანში.

ამასთან, „არქიმ“ უმსხვილეს გერმანულ კომპანია Xella-სთან ერთად თბილისში Ytong-ის ქარხნის მშენებლობაც დაიწყო, რომელიც ენერგოეფექტურ და ცეცხლგამძლე სამშენებლო ბლოკს აწარმოებს.

არქი