მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ საქართველოს ბაზარზე 1995 წლიდან ოპერირებს. 2007 წელს, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ ახალი კანონის მოთხოვნის შესაბამისად განხორციელდა ფონდი კრისტალის ტრანსფორმაცია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალად და მისი რეგისტრაცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

2011 წლის ოქტომბერს, ამერიკული საინვესტიციო ბანკი “Developing World Markets” (DWM) გახდა „კრისტალის“ პირველი ინსტიტუციონალური ინვესტორი და აქციონერი.

კომპანიას საქართველოს მასშტაბით 50 ოფისი აქვს. 2021 წლის მონაცემებით „მისო კრისტალს“ 991 დასაქმებული ჰყავს.

კრისტალი