მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალი“ საქართველოში 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 20 ფილიალით საქართველოს 8 დიდ ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, თელავსა და გურჯაანში. სვის კაპიტალის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები მოიცავს როგორც სამომხმარებლო, ასევე მცირე და მიკრო ბიზნეს დაკრედიტებას.
2019 წლის მარტში, „სვის კაპიტალმა“ წარმატებით გამოუშვა 10 მილიონი ლარის ღირებულების კორპორატიული ობლიგაციები, რომლებიც გამოშვების ფასის 100.00% ღირებულებით გაიყიდა.
2021 წლის მონაცემებით სვის კაპიტალს 355 დასაქმებული ჰყავს.