მიკროსაფინანსო ორგანიზაცია

2000-2007 წლებში, საერთაშორისო ბრიტანული ორგანიზაცია Oxfam-ის უშუალო მონაწილეობით და ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით, „ლაზიკა კაპიტალი“ ფუნქციონირებდა სხვადასხვა სახელწოდებით და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით.

2007 წლის დეკემბერში, "მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონის" შესაბამისად, მოხდა ორგანიზაციის ტრანსფორმაცია სააქციო საზოგადოებად, "ლაზიკა კაპიტალის" სახელწოდებით და კომპანიამ დაიწყო აქტიურად გაფართოება დასავლეთ საქართველოს ძირითად რეგიონებში.

ამჟამად "ლაზიკა კაპიტალი" დასავლეთ საქართველოში წარმოდგენილია 18 ფილიალით. 2021 წლის მონაცემებით კომპანიაში 274 დასაქმებულია.

ლაზიკა კაპიტალი