,,ქართუს" შემდეგ ,,კრედო"- მარეგულირებელმა წელს კიდევ ერთი ბანკი დააჯარიმა
კომერციული ბანკი

„კრედო ბანკი“ როგორც არაკომერციული ორგანიზაცია "ვიჟენფანდ კრედო" 2007 წელს დაარსდა. კომპანიამ საბანკო ლიცენზია 2017 წელს მიიღო. ორი წლის შემდეგ „კრედომ“ სხვადასხა ინოვაციური პროექტები განახორციელა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული გეგმის შემუშავება, გადახდების ახალი სისტემისა და სიცოცხლის საკრედიტო დაზღვევაა.

ბანკმა, 2011 წელს მომხმარებელს შესთავაზა განვადება პლასტიკური ბარათით, დაამონტაჟა გადახდის აპარატები ყველა ფილიალში და ტერმინალები საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში .

2014 წლისთვის „კრედოს“ ახალი მფლობელი ჰყავდა. ბანკი სოციალური გავლენის ინვესტორთა კონსორციუმმა შეიძინა.

2018 წელს შესაძლებელი გახდა mycredo.ge -დან სხვადასხვა ტიპის სასესხო მომსახურების მიღება, ერთი წლის შემდეგ მომხმარებელისთვის შესაძლებელი გახდა ინტერნეტ და მობაილბანკით სარგებლობაც.

2020 წელს ბანკის საკრედიტო პორტფელი 1 მილიარდი ლარის ნიშნულს გასცდა და ქართული ბანკების რეიტინგში მე- 7 ადგილი დაიკავა.

2020 წლის ბოლოს კრედო ოპერირებდა 75 ფილიალის/სერვის ცენტრის საშუალებით. სერვის ცენტრები წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონალურ ცენტრსა თუ ქალაქში. სერვის-ცენტრი მომხმარებლებს სთავაზობს მრავალი ტიპის საბანკო მომსახურებას.

კრედო ბანკი