ენერგეტიკა

"ენერგო-პრო ჯგუფი" საქართველოს ენერგობაზარზე ენერგოაქტივების პირდაპირი წესით ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე 2006 წელს შემოვიდა. 2017 წლის აგვისტოში კომპანიამ შეიძინა კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია.

სს „ენერგო–პრო ჯორჯია“ არის ელექტროენერგიის სადისტრიბუციო ქსელის ყველაზე მსხვილი კერძო მფლობელი. კომპანია დაყოფილია 5 ფილიალად და ემსახურება 1 200 000-ზე მეტ აბონენტს საქართველოს რეგიონების მასშტაბით. კომპანიის მომსახურების არეალი შეადგენს 58 846 კმ2.

სს “ენერგო–პრო ჯორჯია” არის ერთერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 6000-მდე პროფესიონალი. კომპანია ქმნის სამუშაო ადგილებსა და თანაბარი დასაქმების შესაძლებლობას რეგიონებში.

წლებია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ შედის იმ კომპანიების ათეულში, რომლებიც ახორციელებენ ყველაზე მეტ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას საქართველოში.

ენერგო-პრო ჯორჯია