"თბილისი მოლმა" საქმიანობა 2012 წლის 6 აპრილს დაიწყო. „თბილისი მოლის“ სავაჭრო ცენტრის მთლიანი ფართია 206,783 კვ.მ. კომპანიის მთლიანი საიჯარო ფართი 73,027 კვადრატული მეტრს შეადგენს, საიდანაც 52,266 კვადრატული მეტრი, იჯარით არის გაცემული.
"თბილისი მოლს“ „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“ მართავს. „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“ 2008 წლის 23 ივნისს დაარსდა. კომპანიის აქციონერები, რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, არიან შპს "რაკიინ დეველოპმენტი" (84,702%) და ღია სააქციო საზოგადოება „რაკიინ დეველოპმენტი“ (არაბთა გაერთიანებული საამიროები) (15,298%).
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა საცალო ვაჭრობის და დასასვენებელი კომერციული ფართების უზრუნველყოფა „თბილისი მოლის“ სავაჭრო და გასართობ კომპლექსში. „თბილისი მოლი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი კავკასიაში.