ტელეკომუნიკაცია

შპს „მაგთიკომი“, როგორც მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორი,1996 წლის 12 თებერვალს დაფუძნდა, კომერციული საქმიანობა კი 1997 წლის სექტემბრიდან დაიწყო.მაგთიკომის მფლობელები არიან ამერიკული კომპანიები:International Telcell Celular LLC და Telcell Wireless LLC.მაგთიკომის შვილობილი კომპანია: შპს დელტაკომი

მაგთიკომი საქართველოში პირველი ოპერატორია, რომელიც არა მხოლოდ სრულ სატელეკომუნიკაციო მომსახურებას უზრუნველყოფს, არამედ მომხმარებელს მომსახურებას სთავაზობს მსოფლიოში არსებული ყველა ტექნოლოგიით.

მაგთიკომი საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ:

  • 2 ტიპის ინტერნეტით - მობილური და საკაბელო;
  • 2 ტიპის ტელევიზიით - თანამგზავრული და IPTV;
  • 2 ტიპის ფიქსირებული ტელეფონიით - რადიო და საკაბელო;
  • მობილური ტელეფონიით - რომელიც მობილური ტელეკომუნიკაციის განვითარების ყველა საფეხურს მოიცავს: 2G, 3G, 4G და 4.5G ქსელებს.

მაგთიკომი საქართველოში მოქმედი უდიდესი კომპანიაა. მისი წვლილი ქართულ ეკონომიკაში კვლავაც უპრეცედენტოა. 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მაგთიკომმა ქართულ ეკონომიკაში ორი მილიარდ ას მილიონ ლარზე მეტი (2.150.648.873) შეიტანა.

მაგთიკომი