1996 წელს დაფუძნდა სს კომერციული ბანკი „როსიისკი კრედიტი-ქართუ”, რომელსაც მოგვიანებით სს „ბანკი ქართუ“ ეწოდა. ბანკი ქართუმ 1998 წელს მიიღო საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების ლიცენზია, ხოლო 2000 წელს „ბანკი ქართუმ“ დაიწყო ფიზიკური პირებისათვის სწრაფი ფულადი გზავნილების განხორციელება.
2001 წელს „ბანკი ქართუ“ გახდა საბარათო ბიზნესის სრული პაკეტისა და საპროცესინგო ცენტრის მფლობელი, ამავე წელს მიენიჭა VISA-ის საერთაშორისო საბარათო სისტემის ძირითადი წევრის სტატუსი. ბანკს 2003 წლისთვის ჰქონდა American Express და Diners Club ბარათების მომსახურების უფლება და ამავე წელს დაიწყო MasterCard ბარათების გამოშვება.
2004 წელს სერტიფიცირების შემდეგ „ბანკი ქართუს“ საქართველოს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში MasterCard-ის პლასტიკური ბარათების მომსახურების უფლება მიენიჭა.
2015 წელს „ბანკი ქართუმ“ კორპორაციულ კლიენტებს შესთავაზა VISA/MasterCard საკრედიტო ბიზნეს-ბარათები.
2017 წელს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „S&P Global Rating“-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, 2017 წლის 3 აგვისტოს სს „ბანკ ქართუს“ მიენიჭა ემიტენტის საკრედიტო რეიტინგი (Issuer Credit Rating) „B/B სტაბილური განვითარება“.
2019 წელს სს “ბანკი ქართუმ” დაიწყო აქტივობა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე, შეიძინა 2 კომპანიის ობლიგაციები 5 მილიონი აშშ დოლარისა და 3 მილიონი ლარის ოდენობით.
ბანკი აქტიურად არის ჩართული სახელმწიფო დაფინანსების პროგრამებში: „აწარმოე საქართველოში“, შეღავათიანი აგრო სესხები და საპილოტო რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა.
2020 წელს ბანკი გახდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის მონაწილე. ბანკი ქართუ, როგორც საქართველოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ბაზრის პირველადი დილერი, კლიენტებს სთავაზობს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე ვაჭრობის, შენახვისა და აღრიცხვის მომსახურებას.
“ბანკი ქართუ” კლიენტებს, ასევე, სთავაზობს ბლუმბერგის BMatch და RFQ პლატფორმებზე განაცხადების პირდაპირ გაკეთებას და სავალუტო ბაზარზე ვაჭრობას. კლიენტს შეუძლია ბანკს მისცეს დავალება, რომ მისი სავალუტო გარიგების პირობები განათავსოს ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში (BMatch ან/და RFQ პლატფორმებზე)
2023 წელს სარეიტინგო კომპანია S&P Global Rating-ის ჩატარებული კვლევის შედეგად , 2023 წლის 19 ოქტომბერს ბანკს დაუდასტურდა გრძელვადიანი და მოკლევადიანი საკრედიტო რეიტინგი - B და "ქვეყნის ზედა ზღვარი" - BB, ხოლო პერსპექტივა გაუმჯობესდა და გახდა "პოზიტიური".
სს „ბანკი ქართუ“ თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია 6 სერვისცენტრით.