შ.პ.ს. ,,ტკბილი ქვეყანა” 2005 წლის დეკემბერში დაარსდა. კომპანიამ ფუნქციონირება 2006 წლის მარტიდან დაიწყო. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საკონდიტრო ნაწარმის წარმოება და ვაჭრობა.
საწარმომ უმოკლეს დროში შეძლო საქართველოს ბაზარზე გამორჩეული ადგილის დამკვიდრება. მისი წარმატება განაპირობა არამარტო მაღალკვალიფიციურმა პერსონალმა, არამედ უახლესმა ტექნოლოგიებმაც, რომლის შემოტანა ქარხანამ მსოფლიოსწამყვანი ქვეყნებიდან (გერმანია,საფრანგეთი, იტალია) განახორციელა.
ფაბრიკა, დღეისათვის, მომხმარებელს ტკბილეულის უამრავ სახეობას სთავაზობს, რომელიც გარდა მრავალფეროვნებისა მაღალი ხარისხითა და კვებითი ღირებულებებით გამოირჩევა. “ტკბილი ქვეყანა”-ს მიერ გამოშვებული პროდუქციის ხარისხის კონტროლი, ინტენსიურად მოწმდება უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ ლაბორატორიაში.
რეესტრის ბოლო ამონაწერით, კომპანიის 100%-იანი მფლობელი ამირან ქორთიაშვილია.