„აი სი არ“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ორგანიზაციაა საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში.
კომპანიამ 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.
„აი სი არ“ წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის ევროპულ ბრენდებს და კვების ობიექტებს.
სამეწარმეო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვი, ICR-ში 29,73%-ს ბიზნესმენი კახა ხაზარაძე ფლობს. მასთან ერთად კომპანიის მეწილეები არიან სალომე ხაზარაძე (15%), ნათია შარაბიძე (15%), ნინი ანდრიაშვილი (25,27%) და მარიამ ხაზარაძე (15%).