ფარმაცევტული კომპანია

„პე-ეს-პე“ ქართულ ბაზარზე 1994 წლიდან ოპერირებს. თავდაპირველად, სადისტრიბუციო კომპანია „დანერგვის ცენტრი პსპ“ შეიქმნა, რომელიც საქართველოში ევროპული მედიკამენტების პირველი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა.

ამ დროისთვის კომპანია წარმატებით ახორციელებს მსოფლიოს 1000-ზე მეტი ფარმაცევტული ქარხნის 10000-ზე მეტი დასახელების მედიკამენტების და სამკურნალო კოსმეტიკის, ჰიგიენური საშუალებების იმპორტს და მათ დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ადგილობრივი წარმოების შექმნის იდეა 1998 წელს დაიბადა, 2000 წელს პსპ-ს ფარმაცევტული საწარმო GMP-მ პირველი მედიკამენტი გამოუშვა. კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტები იყიდება არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, არამედ უცხოეთშიც. ექსპორტის მოცულობა კი ყოველწლიურად იზრდება და მსოფლიოს 11 ქვეყანაში ჯიემპის წარმოებული წამალი ხარისხითა და ეფექტურობით სახელს იხვეჭს. ქარხანა აწარმოებს 150-მდე დასახელების, სხვადასხვა ჯგუფის, ახალი თაობის მედიკამენტებს.

„პე-ეს-პე“ ბაზარზე წარმოდგენილია 286 აფთიაქით.

PSP - „პე-ეს-პე“