შპს „ჩირინა“, რომელიც პროდუქციას საქართველოში აწარმოებს, ბაზარზე 2010 წელს გამოჩნდა. კომპანიის მთავარი პროდუქცია ქათმის ხორცპროდუქტებია, თუმცა ასევე აწარმოებს საინკუბაციო კვერცხს, ვაშლს და მსხალს.
„ჩირინა“ თანამშრომლობს აგრარულ დარგში ისეთ წამყვან კომპანიებთან როგორიცაა Agrotop, Rosal, Chief Industries, Meyn, Nijhuis, Hatchtech, Haarslev, CMC Industries.
ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზით და სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.
დღეისათვის შპს „ჩირინას“ მფლობელობაშია: სარემონტო-სადედე და ბროილერის ფერმები; კომბინირებული საკვები ქარხანა; ნედლეულის საშრობი ქარხანა; ხორცის დამუშავების საწარმო; ინკუბატორი; ცილოვანი საკვების ქარხანა; წყალგამწმენდი სადგური; ვაშლისა და მსხლის ბაღები; ხილის სამაცივრე კომპლექსი; ვეტერინარულ-დიაგნოსტიკური ლაბორატორია "სანა".
2012 წელს აშენდა სოფელ სართიჭალაში მარცვლეულის საშრობი და საწყობი კომპლექსი, რის შემდეგაც სიმინდი და ხორბალი მოჰყავს, ასევე იბარებს და ამუშავებს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებულ ადგილობრივ ნედლეულს.
შპს „ჩირინას“ მფლობელობაშია ნედლი ქათმის ჯიხურები „ბიუ-ბიუს“ ბრენდის სახელით.
კომპანია "ჩირინას" ფერმერული კომპლექსი გარდაბნის რაიონ, სოფელ სართიჭალაში და მარტყოფში მდებარეობს.