სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ (შემდგომში „ბანკი“) 1995 წლის 7 აპრილს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოებად „გაერთიანებული ქართული ბანკის” სახელით. 2006 წლის 7 დეკემბერს ბანკმა შეიცვალა სახელი და ეწოდა „ვითიბი ბანკი ჯორჯია“.
ბანკი იღებს ანაბრებს მოსახლეობისგან, გასცემს სესხებს, ახორციელებს ფულად გადარიცხვებს საქართველოში და საზღვარგარეთ, აწარმოებს ვალუტის გაცვლით ოპერაციებს და თავის კორპორატიულ და საცალო კლიენტებს სთავაზობს სხვადასხვა საბანკო მომსახურებას.
ბანკის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში,. 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ბანკს აქვს 17 ფილიალი და 9 სერვის ცენტრი.