სამედიცინო მომსახურება

კლინიკამ „კარაპს მედლაინი“ ბაზარზე ოპერირება 1998 წლიდან დაიწყო, 2001 წლიდან კი მრავალპროფილური კლინიკის სტატუსი მიენიჭა.

2014 წლიდან კლინიკა „კარაპს მედლაინი“ "სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ჯგუფს შეუერთდა. კორპორაცია დღეისათვის ფლობს ყველაზე ფართო ჰოსპიტალურ ქსელს საქართველოში და მართავს 78 კლინიკას ქვეყნის 6 რეგიონში.

კლინიკაში შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება: ამბულატორია, ზოგადი ქირურგია, პლასტიკური ქირურგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, საოფისე გინეკოლოგია, ოფთალმოლოგია, ლაბორატორია და დიაგნოსტიკა, ოსტეოპოროზი, მამოლოგია, კოსმეტოლოგია, ინ ვიტრო.

თბილისში „კარაპს მედლაინი“ მდებარეობს მისამართებზე: ლუბლიანას ქ. 48; თბილისი, ფალიაშვილის ქ. 41.

კარაპს მედლაინი