საუზმის და ბრანჩის რესტორანი
კაფეტერიების ქსელი „ანტრე“ (Entree) ქართულ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა. ამ დროისთვის „ანტრე“ დედაქალაქში 15 ფილიალით არის წარმოდგენილი. ამასთან, „ანტრეს“ 5 ფილიალი აქვს ბაქოში და 1 ლონდონში. აღსანიშნავია, რომ ბრიტანულ ბაზარზე „ანტრეში“, ევროპულ კერძებთან ერთად, უნიკალური ქართული სუფრის ელემენტებია წარმოდგენილი და აქცენტი ქართულ ტრადიციულ კერძებსა და ღვინოზე კეთდება.
კომპანიის დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 2020 წლის განმავლობაში იყო 84 თანამშრომელი წარმოებაში და 300 თანამშრომელი მთლიან სტრუქტურაში.