ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელი

ქართული, ეკოლოგიურად სუფთა ჰიგიენური ქაღალდის მწარმოებელი კომპანია "კრიალა" ბაზარზე 2014 წელს გამოჩნდა. 2015-ში კი უკვე არსებული წარმოების გაფართოების და წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდის მიზნით, კომპანიამ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში" მონაწილელობა გადაწყვიტა.

კომპანია რამდენიმე სახეობის ჰიგიენური ქაღალდის პროდუქციას აწარმოებს და კონკურენციას უწევს ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ იმპორტულ პროდუქციას.

საწარმო თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარეობს.

კრიალა