რითეილ სექტორი

შპს „ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი“ 2018 წლის 26 ნოემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო მასალების იმპორტი და საქართველოს ბაზარზე საცალო და საბითუმო რეალიზაცია.

უკვე 2020 წლის 17 ივლისს „ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტმა“ გახსნა თვისი პირველი ობიექტი თბილისში. კომპანია არის სააქციო საზოგადოება Hualing international special economic zone-ის შვილობილი, რომელიც კომპანიის საწესდებო კაპიტალში ფლობს 100%-იან წილს.

„მიჰაუსში“ 60 000-მდე დასახელების პროდუქცია იყიდება მსოფლიოს ისეთი ქვეყნიდან, როგორებიცაა: ამერიკა, გერმანია, იტალია, ესტონეთი, ჩინეთი, ირანი, ნიდერლანდები და ა.შ. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 150 ადამიანს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ აქტიურად დაიწყო ელექტრონული მიმართულებით განვითარება. დღეის მდგომარეობით უკვე შექმნილია „მიჰაუსის“ მობილურის აპლიკაცია და ვებ-გვერდი Mihouse.ge. კომპანიის ცნობით, დაგეგმილია ქსელის კიდევ უფრო გაფართოება, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად კომპანია ახდენს ახალი ლოკაციების მოძიებასა და შესწავლას. ასევე დაგეგმილია საექსპორტო ხაზის განვითარება მეზობელ ქვეყნებში: სომხეთსა და აზერბაიჯანში.

ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი