„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ 1997 წელს თბილისის რძის კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა. კომბინატის ბაზა ფუნქციონირებდა 50-იან წლებში და ამიერკავკასიაში უდიდესი რძის მწარმოებელი პუნქტი იყო. 2016 წლიდან „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ მსოფლიო რძის პროდუქტების ბაზრის ლიდერის - ,,Lactalis" ჯგუფის წევრი გახდა. გლობალური ჯგუფი მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ საწარმოს ფლობს და ცნობილია ისეთი ბრენდებით, როგორებიცაა: ,,President", ,,Galbani", ,,Parmalat". 2011 წლიდან „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ აქტიურად დებს ინვესტიციებს რძის ჩაბარების ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც მას ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს რძის ჩამბარებელ და გადამამუშავებელ კომპანიად აქცევს.
ბრენდები„სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ რძისა და რძის პროდუქტების 150 განსხვავებულ პროდუქტსა და ხუთ ბრენდს ითვლის: