ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია
კომპანია „ლიდერფუდი“ 2009 წლიდან ოპერირებს და ხორცპრუდუქტებით ამარაგებს საქართველოს მთელ ტერიტორიას. 2017 წლის შემოდგომიდან წარმოება განაგრძო ახალ მასშტაბურ საწარმოში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს პროექტ „აწარმოე საქართველოს“ თანაინვესტირებით განხორციელდა. საწარმო მდებარეობს მცხეთაში.
ლიდერფუდი დღეისათვის აწარმოებს 100-მდე დასახელების ხორცპროდუქტს ესენია: მოხარშული ძეხვეული, სოსისები, დელიკატესები, სერველადები და სოუსები. ლიდერფუდს ნედლეულით ამარაგებს გერმანული კომპანია Tönnies, რომელიც ევროპისა და მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების ერთ-ერთ უდიდეს მომწოდებლად ითვლება.