ბირთვული რეაქტორები, საკოლექციო ნივთები, ხელნაწერები - საქართველოდან ექსპორტირებული კიდევ რა პროდუქცია დაბრუნდა

2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებულმა 64 398 კგ-მა ბირთვულმა რეაქტორებმა, ორთქლის ბიოლერებმა, დანადგარებმა, მექანიკურმა მოწყობილობებმა და მათმა ნაწარმმა საიმპორტო პროცედურები ვერ გაიარა და უკან დაბრუნდა. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ შემოსავლების სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის" მოწოდებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში უკან დაბრუნდა საქართველოდან ექსპორტირებული 63 875 კგ პლასტმასი და მისი ნაწარმი და 21 276 კგ საპონი, სარეცხი საშუალებები, საპოხი მასალები, საწმენდი საშუალებები, საძერწი პასტელები და ა.შ.

ამასთანავე, გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულმა შემდეგმა პროდუქციამ ვერ გაიარა საიმპორტო პროცედურები:

  • კაუჩუკი, რეზინი და მათი ნაწარმი - 8 040 კგ
  • მიწისზედა სატრანსპორტო საშუალებები, რკინიგზისა და ტრამვაის მოძრავი შემადგენლობის გარდა - 5 774 კგ
  • სათამაშოები თამაშები და სპორტული ინვენტარი - 1 810 კგ
  • ავეჯი, ლეიბები, დივნის ბალიშები, სანათი მოწყობილობები - 654 კგ
  • მერქანი და მისი ნაწარმი, ხის ნახშირი - 351 კგ
  • ელექტრული მანქანები, მოწყობილობები, სატელევიზიო გამოსახულებისა და ბგერის ჩამწერი აპარატები - 295 კგ
  • ტანსაცმელი ტრიკოტაჟის გარდა - 181 კგ
  • ოპტიკური აპარატები, ფოტოგრაფიული, კინემატოგრაფიული, საკონტროლო, სამედიცინო ან ქირურგიული მოწყობილობები - 146 კგ
  • ხელოვნების ნიმუშები, საკოლექციო ნივთები - 165
  • შავი ლითონის ნაწარმი - 124 კგ
  • მინა და მისი ნაწარმი - 71 კგ
  • ტრიკოტაჟის ტანსაცმელი მანქანით ან ხელით ნაქსოვი - 37 კგ
  • ფარმაცევტული პროდუქცია - 6.6 კგ
  • ნაბეჭდი წიგნები, გაზეთები, ხელნაწერები, მანქანაზე ნაბეჭდი ტექსტები - 4.7 კგ
  • ტყავის ნაწარმი, სამგზავრო ნივთები, ქალის ჩანთები -1.4 კგ

იხილეთ ასევე: ხილი, ხორცი, ღვინო - საქართველოდან ექსპორტირებული კიდევ რომელი პროდუქტები დააბრუნეს ქვეყანაში

მერი ტაბატაძე