საქართველოში 2024 წლის იანვარ-თებერვალში ვაშლის იმპორტი წლიურად 105%-ით გაიზარდა. გასული წლის პირველ ორ თვეში საქართველომ 193 ათასი დოლარის 463 ტონა ვაშლი იყიდა, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში - 396 ათასი დოლარის 835 ტონა.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს 1 კგ. ვაშლის საიმპორტო ფასი 12%-ით გაუძვირდა, თუ გასულ წელს 1 კგ-ის ფასი 0.42 დოლარი იყო, მიმდინარე წელს 0.47 დოლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე ძვირი, 1.87 დოლარი, ნიდერლანდებიდან გვიჯდება, ხოლო ყველაზე იაფი, 0.42 დოლარი - ირანიდან.
რაც შეეხება ადგილობრივ ექსპორტს, ქართული წარმოების ვაშლის ექსპორტი 68%-ით შემცირა. მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ექსპორტირებულია 571 ათასი დოლარის 831 ტონა ვაშლი, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1,763 მლნ დოლარის 2,765 ტონა.
რაც შეეხება საექსპორტო ფასს, 2024 წლის იანვარ-თებერვალში 7.8%-ით გაძვირდა. გასულ წელს 1 კგ ქართული წარმოების ვაშლის ექსპორტი 0.64 დოლარი გვიჯდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში 0.69 დოლარი.
იხილეთ ასევე: საქართველო უკრაინიდან ვაშლის იმპორტიორი ქვეყნების ათეულშია