ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც 10 დღეში ორჯერ მოხვდა შავ სიაში

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო შესყიდვების ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე თვეში უკვე 8 კომპანია შეიყვანა შავ სიაში. ამათგან ერთი, 10 დღის ინტერვალით, ორჯერ მოხვდა აღნიშნულ სიაში.

საუბარია კომპანია „არქი პლუსზე“, რომლის „გაშავებაც“ ჯერ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ მოითხოვა, შემდეგ კი, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მოხვდა შავ სიაში. მიზეზი - მშენებლობასთან დაკავშირებული, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2019 წელს არის რეგისტრირებული. ბოლო ამონაწერის მიხედვით, კი „არქი პლუსის“ დამფუძნებელი და ერთპიროვნული დირექტორი თენგიზ გაფრინდაშვილია.

იხილეთ ასევე: კომპანიები, რომელიც აპრილში შავ სიაში მოხვდნენ - ვინ მოითხოვა მათი „გაშავება“

ნინი ქეთელაური