20 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 19,496 ტონა შეადგინა

20 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 19,496 ტონა შეადგინა. გასულ წელს, ამავე პერიოდში ექსპორტირებული 16,169 ტონა იყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. ძირითად საექსპორტო ქვეყნებად კვლავ რჩება რუსეთი (12,508 ტ) და უკრაინა (4,200 ტ), ასევე სომხეთი (2,269 ტ), ყაზახეთი (138), ბელორუსი (80 ტ.), ყირგიზეთი (60 ტ), ლატვია (40 ტ), ყაზახეთი (138 ტ).

მანდარინზე საბითუმო ფასი 0.50-დან 0.80 ლარამდეა. აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის ფუნქციონირების ძირითადი მიზანი მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფაა.

„საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ცხელი ხაზიც (1501).

25 ნოემბრიდან დაიწყო არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიანი თანადაფინანსება იქნება“, – აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოდან ექსპორტირებული მანდარინის 60%-ზე მეტი რუსეთის ბაზარზე გადის
24 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 23,720 ტონა შეადგინა