საერთაშორისო გამოცემის Forbes-ის თანახმად, მსოფლიოს 161 ქვეყანას შორის საქართველო 44-ე ქვეყნად არის დასახელებული, სადაც ბიზნესისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი.
აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია 8 ადგილითაა გაუმჯობესებული.
Forbes-ის რეიტინგის შედგენისას ერთ-ერთი კრიტერიუმი ქვეყნის სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში არსებული პოზიციებია. Forbes-ის რეიტინგები, მათ შორის, აღნიშნულიც, კარგი გზავნილია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში ყოველწლიურად უმჯობესდება ბიზნეს გარემო.
ამასთან, საქართველოს პოზიცია საუკეთესოა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, გარდა ბალტიის ქვეყნებისა. რაც შეეხება უშუალო მეზობლებს, ყველაზე საუკეთესო პოზიცია აქვს რუსეთს (55 ადგილი), თურქეთს (57 ადგილი), ყაზახეთს (65 ადგილი), აზერბაიჯანს (70-ე ადგილი) და სომხეთს (81 ადგილი).