მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
„დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისის საკონცერტო დარბაზიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩამდე მონაკვეთი, ამაღამ, 00:00 საათიდან 22 დეკემბრის 07:00 საათამდე გადაიკეტება. ასევე, 21 დეკემბრის 18:00 საათიდან ნაწილობრივი შეზღუდვა დაწესდება თავისუფლების მოედანზე. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.