1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6689 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6689 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6639 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0050 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0433 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0326 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0107 ლარი შეადგინა.