კახა კალაძე „თიბისი ბანკზე“ - კონკრეტულად ამ „ქეისს“ არ ვიცნობ

კონკრეტულად ამ „ქეისს“ არ ვიცნობ“, -ასე უპასუხა „ ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას „თიბის ბანკთან“ დაკავშირებით.

„არ ვიცი, საკითხს არ ვიცნობ, თუმცა თუ არის რაიმე კანონდარღვევა, რაიმე გადაცდომა, რა თქმა უნდა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონკრეტულად ამ „ქეისს“ არ ვიცნობ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „თი ბი სი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბანკიდან გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

„თიბისი ბანკის“ განმარტებით, პროკურატურის მიერ ამოღებული დოკუმენტები ეხება 2008 წლის რიგით საბანკო ოპერაციას, რომელიც არაერთხელ იქნა შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისუფლების დროს.

“თიბისის“ საქმეს შეუძლებელია სხვა ინტერპრეტაცია მისცე, თუ არა ის, რომ მთავრობა ებრძვის ბანკს“
„თიბისი ბანკის“ აქციების ღირებულება იზრდება
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს