2019 წლის 15 იანვარს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. ხოლო მოთხოვნამ 70 250 000 ლარი შეადგინა.
ამასთან, სებ-ის ცნობით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.960 პროცენტით, მაქსიმალური 6.970 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.968 პროცენტით განისაზღვრა.