დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც აფეთქება მოხდა, ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ ბუნებრივი აირის აფეთქება მოხდა, ამ წუთებში ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს.

არსებული ინფორმაციით, ისინი შეისწავლიან ვითარებას და დაადგენენ, შესაძლებელია თუ არა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის აღდგენა და მცხოვრებლების დაბრუნება.

ექსპერტები არ აკონკრეტებენ, თუ რა დრო დასჭირდება კვლევას, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ სახლი საცხოვრებლად ვარგისი იყოს და მისი დემონტაჟის საჭიროება არ დადგეს.

ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამედიცინო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავდა 8 ადამიანი, თუმცა, ისინი კლინიკებიდან დღეს გაწერეს და ამ დროისთვის იაშვილის საავადმყოფოში მხოლოდ ერთი ბავშვი განაგრძობს მკურნალობას.

როგორ გამოიყურება კორპუსის მეექვსე სართული, სადაც აფეთქება მოხდა
დიდ დიღომში გუშინ მომხდარი აფეთქების შემდეგ მერიამ 27 დაზარალებული დააბინავა
„სავარაუდოდ იკვეთება თანამშრომლის დაუდევრობა ან არაპროფესიონალიზმი“ - ენერგოომბუდსმენი დიდი დიღმის აფეთქებაზე